სამართალი
ზვიად ქაწაშვილი: „ჩვენ გვაქვს ქრონომეტრაჟი, როგორ მოხდა გამოსვლები, სამ წუთში იყო ყველა დანაყოფი გამოსული თბილისის მთელი მასშტაბით“

1gomelauri-samart-3საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. გუშინ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „მზიურის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიის შედეგების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

...პირველი ზარი 112-ში შემოვიდა, ვაკონკრეტებ - 22 საათზე და 11 წუთზე. სამ წუთში იყო გასული მთელი თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე... გამოძახებები იყო თბილისის მასშტაბით, სადაც წყალდიდობები დაიწყო. თავიდან დაიწყო ჩუღურეთის რაიონში, ხოლო შემდეგ, როცა უკვე აქ მოხდა ვერეს ხეობაში წყალმოვარდნა, აქ ისე სწრაფად განვითარდა, 3-4 წუთის მანძილზე მოხდა ამ მთელი ტერიტორიის წყლით დაფარვა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ იმ წუთისთვის მეხანძრე-მაშველები, რეაგირება იყო მყისიერი... ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, ის იყო ერთ-ერთი მათთაგანი, ვინც უკვე აქ შრომობდნენ და გამოძახების შემდეგ მას უკვე მოსწრებული ჰქონდა 7-8 ადამიანის სახიფათო ზონიდან გაყვანა. ის და თავისი მეწყვილე იმ მომენტში შრომობდნენ, რომ კიდევ 4 ადამიანი უნდა გაეყვანათ უსაფრთხო ადგილას, როცა წყალი ძალიან ადიდდა და მას მორი დაეჯახა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი“, - განმარტა, კერძოდ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა.