სამართალი
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნს შეხვდა

1luksemburg-samart-2საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. აღნიშნულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა 13 ივნისის ტრაგედიის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მიუსამძიმრა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.  აღინიშნა, რომ პირველი ივლისიდან ლუქსემბურგი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საუბარი შეეხო  რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.  ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, ვიზიტის ფარგლებში მოინახულოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები.