სამართალი
„აღდგენითი და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება ყველა აუცილებელი მიმართულებით და სრული მასშტაბით“

1trup-samart-1საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო აცხადებს.

სვანიძის ქუჩაზე გრძელდება სარეაბილიტაციო და საძიებო სამუშაოები, რომლებშიც ჩართულია სპეციალური ტექნიკა, დამატებით მობილიზებულია გვარდიის ქვედანაყოფი და მოხალისეთა ჯგუფი.

წყნეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწყობილია მდინარეზე მძიმე ტექნიკისთვის ჩასასვლელი გზა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად.

ახალდაბასთან ფეხით მისასვლელი გზა უკვე გაიხსნა. მიმდინარეობს მეწყრისგან წაღებული გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, რასაც დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

ბაგების მიმართულებით ჩამოწოლილი მიწის ნაწილი უკვე გატანილია. პარალელურად დაწყებულია წყლის კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები.

მზიურის“ მიმდებარე და ზოოპარკის ტერიტორიებზე აქტიურად გრძელდება გაწმენდითი და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ზოოპარკის ბინადართათვის საკვების მიწოდება სრულად აღდგენილია.

ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა უკვე აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზიანებულ ძირითად უბნებზე“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.