პოლიტიკა
„ზოოპარკის ტერიტორიაზე სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს“

1zoo-polit-2საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აქტიურად განიხილება ზოოპარკის სხვაგან გადატანის საკითხი და მის ტერიტორიაზე კი ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი იქნება გაკეთდეს პარკი, პირობითად სოლიდარობის პარკი. კარგი დასასვენებელი პარკი უნდა გაშენდეს ქალაქის ცენტრში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მანვე მოუწოდა მედიას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

შექმნილია საგანგებო შტაბი, ინფორმაცია სისტემატური რეჟიმში მოგეწოდებათ, ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა თქვენ არ გაქვთ, ასე,რომ ძალიან გთხოვთ მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში... იმიტომ, რომ კრიზისული სიტუაციის სწორად მართვისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობამდე... ამიტომ გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას, რომ სანამ არ მიიღებთ დადასტურებულ ინფორმაციას, არ გაავრცელოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტიქიის მიზეზების დასადგენად შეიქმნება  ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი.