აქტუალური
„დედაქალაქში დატრიალებულმა უბედურებამ თითქმის უპრეცენდენტო სოლიდარობა გამოიწვია არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში“

1beda-aqtual-3საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მაშუკელმა განაცხადა.

რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა საჯარო მოხელეები აგროვებენ ფინანსურ შემოწირულობებს თბილისში სტიქიით დაზარალებულთათვის  და შეგროვებულ თანხას სპეციალურ ანგარიშზე რიცხავენ.

ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან. დაზარალებულ თბილისელებს დახმარება გამოუგზავნეს კახეთიდან, ქვემო ქართლიდან და იმერეთიდან. ხოლო უახლოეს დღეებში ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შემოწირულობები გამოიგზავნება გურიიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და აჭარიდან.

„აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს სთავაზობს აჭარის კურორტებზე განთავსებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა მათ შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქდეთ მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი“, - აღნიშნა გიორგი ამაშუკელმა.