საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება, წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი მაღალმთიან რეგიონებში სეზონურად განსაზღვროს, რაც საკანონმდებლო დონეზე "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანით დარეგულირდება.
ზამთრის ყინვიანი კლიმატის ზემოქმედების პირობებში, ქსელში წყლის გაყინვის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას წყალი მუდმივად მოშვებული აქვს, რის გამოც მათ მაღალი საფასურის გადახდა უწევთ.