აქტუალური
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც დროებით სასტუმრო „აისბერგში“ ცხოვრობენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასტუმროს მეპატრონეს, რომელმაც დაზარალებულებს სასტუმრო უსასყიდლოდ დაუთმო.„ჩვენ ყოველდღე შემოგვდის დახმარება სხვადასხვა კომპანიიდან თუ ადამიანებისგან. ეს არის გმირობის და სოლიდარობის გამოხატულება. თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტი, სამოქალაქო სოლიდარობის და გმირობის თვალსაჩინო მაგალითი“, - მიმართა პრემიერმა სასტუმროს მეპატრონეს.
სასტუმრო „აისბერგში“ ვერეს ხეობის 60-მდე მცხოვრებია განთავსებული.