აქტუალური
სამხედროები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას 3 უბანზე ასრულებდნენ

1likvid-aqtual-1საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი.  გუშინ დილიდან სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. დილიდან ადგილზეა ჩვენი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი რთული არეალია. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა.

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა ვერეს ხეობაში, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებს გაწმენდით სამუშაოებს. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა მუშაობს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვემსახურებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის, ყველგან, ნებისმიერ ვითარებაში და ბუნებრივია, არც ეს დღეებია გამონაკლისი და განსხვავებული“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.