უცხოეთი
გუბერნატორი სააკაშვილის აღიარება: „პოროშენკომ უკრაინა ევროპის უღარიბეს ქვეყნად აქცია! ქვეყანა იანუკოვიჩის მმართველობის დროინდელ დონეს, უკეთეს შემთხვევაში, 20 წლის შემდეგ დაუბრუნდება!“

zarub-3-anსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორი სააკაშვილი უკვე აკეთებს პროგნოზებს უკრაინის ეკონომიკასთან დაკავშირებით. ის ირწმუნება, რომ ყველაფერი ცუდადაა (ვიდეო იხ. აქ). ქვეყანა შარშანწინდელ დონეს, როცა ხელისუფლების სათავეში იანუკოვიჩი იყო, მხოლოდ 20 წლის შემდეგ მიაღწევს და ისიც მაშინ, თუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად 4%-ით მაინც გაიზრდება.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ გადატრიალების შემდეგ უკრაინა ევროპის უღარიბესი ქვეყანა გახდა და სიტუაციის შესაცვლელად კარდინალური ზომებია საჭირო.