საზოგადოება
საკრებულოს დეპუტატებმა ტრაგედიის ადგილი ყვავილებით და სანთლებით შეამკეს

sazog-2-mtavarსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან და რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად თამარაშვილის ქუჩაზე მივიდა და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტრაგედიის ადგილი ყვავილებითა და სანთლებით შეამკო.

ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე დღეები უდგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთიანობით და სიმტკიცით ამ საშინელ კატასტროფას და სტიქიის გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ, თუმცა,დარჩება ის გამოუსწორებელი, რასაც შეწყვეტილი სიცოცხლე ჰქვია.

სწორედ ამიტომ გვაქვს სურვილი, დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად და მთელი ერის ერთობის ნიშნად ამ ადგილას მემორიალური დაფა დაიდგას”,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

sazog-2-qvem