სამართალი
შსს-მ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
samart-3საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე- აიუფ ბორჩაშვილი, ხოლო თბილისში გიორგი კ, გიორგი ხ. და დავით ფ. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა, რომელიც არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო“-ს წარმომადგენელი საქართველოში, თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ საიტების და სოციალური ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ სტამბულში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გადავიდნენ.