სამართალი
საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. 2015 წლის 15 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და დასაშვებად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება (განჩინება იხ. აქ).
როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. „კაბელების საქმეზე“ 2015 წლის 8 ივნისს პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინება, რომლითაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების მცირე ნაწილი ცნობილი იქნა დაუშვებლად. სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინება უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, სცნო დასაშვებ მტკიცებულებად.