სამართალი
“სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რათა მომხდარის შესახებ კომპეტენტური და მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა მომზადდეს“

samart-1-mtavarსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ეს დავალება შესაბამის სამსახურებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის გუშინდელ სხდომაზე მისცა.

დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ გვირაბებმა და ახალმა გზამ ვერეს ხეობაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს არის ემოციური შეფასება, თუ სიმართლე. ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს. მსგავს ფაქტებზე რეაგირება ყველა ცივილიზებულ ქეყანაში ხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას განუმარტოს, რატომ მიადგა ამხელა ზიანი დედაქალაქს.

ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში... საჭიროა, დადგინდეს რეალური მიზეზები... გარანტია იმისა, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება, არ არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, შევისწავლოთ და მოვახდინოთ შესაბამისი პრევენცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

samart-1-1 samart-1-2