აქტუალური
ნიკო კახეთელიძე: „მე უშუალოდ მქონდა ამ პროექტთან შეხება და ეს პროექტი არ არსებობს!“

aqtual-2-analit-5საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ურბანისტი ნიკო კახეთელიძე გადაცემა 20/30-ში აღნიშნავს: მაგ ტერიტორიაზე არ უნდა გასულიყო არანაირი გზა... თუმცა, მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ბევრი ექსპერტი წინააღმდეგი იყო ამ პროექტის... მეორეს მხრივ, იმ დროში ამ ხეობის გამოკვლევა სრულიად წარმოუდგენელია...

თბილისის მოქმედმა მთავრობამ პირველ რიგში უნდა მიხედოს დაზარალებულ მოსახლეობას, შემდგომში ეს ტერიტორია უნდა გაიწმინდოს მთლიანად, რათა ბოლომდე დადგინდეს რა მოხდა, სად იყო დაშვებული შეცდომები და მთლიანად ამ საკითხის გაანალიზების შემდეგ სხვადასხვა უწყებებმა, რომლებიც ჩართულნი უნდა იყვნენ ამ სამუშაოში, უნდა დადონ თავიანთი მოსაზრებები, განიხილონ და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს გზა უნდა არსებობდეს აქ თუ არა. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება კვლავ განმეორდეს“, - განაცხადა, კერძოდ, კახეთელიძემ.