აქტუალური
„მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ გაქცეული ცხოველების გაუვნებელყოფას - სადაც ხერხდება, ხდება მათი დაძინება“

aqtual-2-mtavariსაქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დასაბრუნებლად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ხოლო მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ 112-ს;

საპატრულო პოლიციამ უკვე გაავრცელა განცხადება მოძრაობის მარშრუტების ცვლილების შესახებ.

საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების კვლევა, ითვლება ზარალი და მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება გაეწევა. უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხოლო დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში მობილიზებულია სპეციალური შტაბები, სადაც გროვდება პირველადი მოხმარების ნივთები და ინვენტარი დაზარალებული მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

aqtual-2-1 aqtual-2-2
aqtual-2-3 aqtual-2-4
aqtual-2-5 aqtual-2-6
aqtual-2-7 aqtual-2-8