აქტუალური
ოფიციალური მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში დაიღუპა 13 ადამიანი. წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენას წელიწადი დასჭირდება. დაიღუპა 300 ცხოველი. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მინიმუმ 70 მლნ დასჭირდება

aqtual-1-mt

საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. თბილისის საავადმყოფოებში რეგისტრირებული 36 დაშავებულიდან მკურნალობას განაგრძობს 7, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება (არაოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის დაღუპულია 15 კაცი და ეს რიცხვი იზრდება).

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად კვლავ ჩაკეტილია წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალი, რომლის აღდგენასაც მინიმუმ წელიწადი დასჭირდება. მეწყერის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ახალდაბა. სოფელში ჩარჩენილ 180 ადამიანს შვეულმფრენებით მიეწოდება სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება.

ზოოპარკის ხელმძღვანელობა ახორციელებს დაღუპული და გაქცეული ცხოველების აღრიცხვას. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 300 ცხოველი. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 112-ს.

სტიქიის ლიკვიდაციისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ყველაფერი კეთდება სტიქიის შედეგების შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ლიკვიდაციისთვის. საავტომობილო მოძრაობისთვის დღეს გაიხსნება გმირთა მოედანი, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან.

საგანგებო შტაბი მადლობას უხდის მოსახლეობას გამოჩენილი თანადგომისთვის.

aqtual-1-1 aqtual-1-2
aqtual-1-3 aqtual-1-4
aqtual-1-5 aqtual-1-6