უცხოეთი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ბატალიონ „აზოვისთვის“ დახმარება აკრძალა

zarub-2საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო შესწორება, რომელიც უკრძალავს აშშ-ს, დახმარება აღმოუჩინოს მოხალისეთა ბატალიონ „აზოვს“, რომელიც უკრაინული არმიის მხარეზე მოქმედებს.

დოკუმენტის მიღების შესახებ თავის Twitter-ზე განაცხადა კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან ჯონ კონიერსმა, რომელიც რესპუბლიკელ ტედ იოგოსთან ერთად აღნიშნული შესწორების ავტორია. „აზოვს“ მან უკიდურესად მემარჯვენე ორგანიზაცია უწოდა, რომელიც თეთრი რასის აღმატებულობის შეხედულებებს ქადაგებს.

კონიერსის ოფიციალურ საიტზე „აზოვს“ ნეონაცისტურ ორგანიზაციად მოიხსენიებენ. „მოხარული ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატა გარანტიას იძლევა, რომ ჩვენი სამხედროები არ გაწვრთნიან ნეონაცისტურ „აზოვს“. მომზადების პროგრამაში ამ ბატალიონის ჩართვას უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვი ითხოვდა.

კონიერსს მოჰყავს ფრაგმენტი ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph-ის სტატიიდან, სადაც მითითებულია, რომ ბატალიონი „აზოვის“ წევრები არ მალავენ თავის რასისტულ და ანტისემიტურ შეხედულებებს, ასევე თავის ემბლემად იყენებენ სიმბოლო „ვოლფსანგელს“, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ ეს-ეს-ის დივიზია „დას რაიხი“ და ეს-ეს-ის ბრიგადა „ნიდერლანდები“.

მარიუპოლის რაიონში მოქმედი ბატალიონი „აზოვის“ ხელმძღვანელი უმაღლესი რადის დეპუტატი ანდრეი ბილეცკია.

გარდა ამისა, მიღებული დოკუმენტი კრძალავს გადასაზიდი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას უკრაინასა და ერაყში, სადაც იარაღი, შესაძლოა, რუსეთში აკრძალულ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს ჩაუვარდეთ ხელში.