სამართალი
"ლიბერთი ბანკის" ზუგდიდის ფილიალის უფროსი დააკავეს

liberti2სამართალდამცავებმა "ლიბერთი ბანკის" ზუგდიდის ფილიალის უფროსი ჯიმშერ შეროზია დააკავეს. მას ბრალად ედება საპენსიო თანხების არამიზნობრივად დახარჯვა, გადასახადების დამალვა. ამავე ბრალდებით, რამდენიმე თვის წინათ "ლიბერთი ბანკის" ზუგდიდისა და ჩხოროწყუს ფილიალების თანამშრომლები დააკავეს.

ჯიმშერ შეროზია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პერიოდში ზუგდიდის გამგებლადაც მოიაზრებოდა. ჯიმშერ შეროზიას სახელთანაა დაკავშირებული სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის - როლანდ ახალაიას პირველი მოადგილის, ნუგზარ მღებრიშვილის ჩამოქვეითებაც. ჯიმშერ შეროზიას მიერ ნუგზარ მღებრიშვილისადმი გაგზავნილი სატელეფონო მესიჯი, სადაც ის ითხოვდა ვალის - 2000 ლარის დაბრუნებას, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ როლანდ ახალაიას მისი "მარჯვენა ხელი", ნუგზარ მღებრიშვილი პირველი მოადგილეობიდან გადაეყენებინა. გავრცელებული ვერსიით, ამანაც შეუწყო ხელი შეროზიას დაკავებას.