უცხოეთი
მედიამ რუსეთისა და ჩინეთის მიერ ბრიტანელ მზვერავებზე ინფორმაციის გაშიფვრის შესახებ განაცხადა

zar-2საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ბრიტანეთის სპეცსამსახურები იძულებული არიან უკან გაიწვიონ ზოგიერთი თავისი აგენტი იმის გამო, რომ რუსეთმა და ჩინეთმა გაშიფრეს ედვარდ სნოუდენის მიერ მოპარული მონაცემები, - იტყობინება BBC News.

დაზვერვაში წყაროს ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი ახლა ბრიტანელ აგენტებთან დაკავშირებით უწინ საიდუმლო ინფორმაციას ფლობენ, რამაც საიდუმლო სამსახურებს მათი გაწვევა აიძულა. ჯერჯერობით უცნობია, დაზარალდა თუ არა ვინმე მონაცემების გაშიფვრის გამო.

BBC News-ის წყარომ მთავრობაში განაცხადა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ბრიტანული სპეცსამსახურების მუშაობის მექანიზმზე ცნობები მიიღეს. ამჟამად დიდი ბრიტანეთის დაზვერვა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას“ ვეღარ იღებს.

ედვარდ სნოუდენი - ამერიკული ცსს-ს ყოფილი თანამშრომელია. 2013 წელს მან გაასაჯაროვა ინფორმაცია უბრალო მოქალაქეების ინტერნეტ-ტრაფიკისა და სატელეფონო ზარების თვალთვალის შესახებ. ამჟამად სნოუდენი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.