საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპული გივი კირკიტაძის ოჯახს
sazog-3საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი გივი სიმონის ძე კირკიტაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.