საზოგადოება
ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

saz-1-mtavariსაქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. აღნიშნულ სხდომას ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობისა და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარე - რიმა ბერაძე და ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი უძღვებოდნენ.

საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა სამუშაო ხასიათის იყო, რომელზეც ეროვნული უმცირესობებისა და სათვისტომოების წარმომადგენლებმა საბჭოს ნაყოფიერი მუშაობისთვის პრიორიტეტული რეკომენდაციები წარმოადგინეს. აქტიური მსჯელობის შემდეგ, სხდომის მონაწილეები, პირველი ეტაპზე გადასაწყვეტ კონკრეტულ ამოცანებზე შეთანხმდნენ  - ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა თბილისში ეროვნული უმცირესობების საერთო სახლის დაარსებას.

მათი განცხადებით, ეროვნული უმცირესობების საერთო სახლის დაარსება, მრავალი წელია საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობისა და სათვისტომოს განუხორციელებელი ოცნებაა და ამ საკითხის მხარდამჭერს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარეს - რიმა ბერაძეს მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აზერბაიჯანული და სომხური თეატრების დახმარების საკითხი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინეს, მათ შორის, საქართველოს ბერძენთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილის ვენიამინ კირიადისის წინადადება, თბილისში  ქანდაკების  - პონტოელი ბერძენი დადგმის შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს: აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის,  გერმანელების, იეზიდების, ასირიელების, ოსების  და სხვა უმცირესობების წარმომადგენლებმა. მონაწილეები კონკრეტულ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რამდენიმე დღეში, ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენენ, რის შემდეგაც, რიმა ბერაძის დახმარებით, ეროვნული უმცირესობებისა და სათვისტომოების წარმომადგენლები კონკრეტული წინადადებებით, დედაქალაქის მერს და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

saz-1-1 saz-1-2
saz-1-3