სამართალი
თავდაცვის სამინისტრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს და თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, პანიკას არ აჰყვნენ
samart-2-mtavarსაქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სამაშველო და გაწმენდის სამუშაოებს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე ასრულებენ. მობილიზებულია ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა. თავდაცვის უწყების დანაყოფები მეწყერისგან გაწმენდის სამუშაოებს წყნეთი -ახალდაბის გზაზეც ასრულებენ.  თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტიქიით შექმნილ ვითარებას ავსტრიიდან გამოეხმაურა: „თავდაცვის სამინისტრო პირველი წუთებიდან ჩართულია პროცესებში... თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად", - ნათქვამია, კერძოდ, მინისტრის განცხადებაში.
samart-2-1 samart-2-2
samart-2-3 samart-2-4
samart-1-1 samart-1-2
samart-1-3 samart-1-4