შსს-ს მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ახალდაბადან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს
საქართველო, 15 ივნისი,
საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ახალდაბიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მაშველებმა სულ 16 მოქალაქე, ძირითადად ქალბატონები და ბავშვები გამოიყვანეს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის გამო, ახალდაბასთან გზის საფარი მოიშალა და მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.