აქტუალური
ნინო ჩხობაძე: „მომხდარი ტრაგედია მოსალოდნელი იყო!“
aqtual-3საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძის განცხადებით, მომხდარი ტრაგედია ვერეს ხეობაზე აშენებულ ახალ გზატკეცილზე მოსალოდნელი იყო, რადგან გზატკეცილის მშენებლობის დროს სამუშაოები გარემოზე ზემოქმედების კვლევის გარეშე განხორციელდა. ჩხობაძის განცხადებით, მთის მდინარის ჩასმა გათვლების გარეშე ახალ კალაპოტში ყოვლად დაუშვებელია, ასევე საშიშია ვერის ხეობაში სახლების გაშენებაც.