აქტუალური
საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, მარტო ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ სვანიძის ქუჩაზე უსახლკაროდაა დარჩენილი 25 ოჯახი (ვიდეო იხ. აქ).
წინასწარი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარეობს რამდენიმე დაკარგულის ძებნა. დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.მისივე განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დიდია, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან აღწერა მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით თბილისში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 2 მცირეწლოვანია. დაშავებულები ტრავმული შოკებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული ბავშვები იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები.