აქტუალური
ვითარება ზოოპარკთან - სტიქიის შედეგად ცხოველების ნაწილი დაიხოცა. მტაცებელი ცხოველების ნაწილი გაიქცა
aqt-1-mtavarსაქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. თბილისში 6 ლომს, 6 ვეფხვს, 7 დათვსა და 13 მგელს ეძებენ, ამის შესახებ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ განაცხადა.

მან მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან ვიდრე არ მოხდება ცხოველების უკან, ვოლიერებში გადაყვანა (ვიდეო იხ. აქ). ფხალაძის თქმით, ცხოველები ზოოპარკიდან წყალდიდობის შედეგად გაიქცენენ, ცხოველების ძიების პროცესში შსს დანაყოფები არიან ჩართულები.

aqt-1-1 aqt-1-2
aqt-1-3 aqt-1-4
aqt-1-5 aqt-1-6


aqt-1-7