პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „სავიზო რეგულაციების გამარტივება ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას“

1regul-polit-3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ დავამტკიცეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერ 180 დღის პერიოდში. ამ ნუსხაში შედიან მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები. კერძოდ, ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და სამხრეთ კორეა. ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები და ე.წ. მე-3 ქვეყნების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის ან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 50 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.