პოლიტიკა
საუდის არაბეთის პრინცი საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას იწყებს

Al-polit-2-mtavarსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ამ მიზნით სპეციალურ დელეგაციას თბილისში ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი უახლოეს მომავალში გამოაგზავნის.

პრინცი აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას დაიწყებს. ეს არის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საუდის არაბეთის პრინც ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

მაღალი რანგის სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილეს.

1Al-polit-2-1 1Al-polit-2-2