პოლიტიკა
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინდექსის თანახმად, საქართველო, კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი.
„კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო რეიტინგში 22-ე პოზიციას ვიკავებთ. ასევე გამოვირჩევით ღია მმართველობით, რომლის მიხედვით მსოფლიოში 29-ე ადგილზე ვართ; წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით ჩვენ ვართ 24-ე ადგილზე, ხოლო აღსრულების მიხედვით - 25-ე პოზიციას ვიკავებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.