აქტუალური
ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის დაზუსტებული მონაცემების წარდგენა გადაიდო

1budget-aqtual-3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ფინანსებთან დაკავშირებით მინისტრებთან კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება.

„მოგეხსენებათ, დავალება იყო, 10-ში წარვადგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი... გათვალისწინებულია, რომ ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 5%-სა იქნება 2%, ინფლაცია იქნება 3%. გადაწყდა, რომ სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. მივიღეთ დავალება, რომ განვახორციელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირას წარმოვადგინოთ უკვე დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება ეკონომია ან პირიქით გაზრდა. ჩვენ ასევე გვექნება აქტიური კონსულტაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომ გადახედონ მათ ბიუჯეტს, რომ მივაღწიოთ მიზანს - საქართველოს ბიუჯეტი არ აღემატებოდეს მშპ-ს 3%-ს",- განაცხადა ხადურმა.