აქტუალური
საუდის არაბეთის პრინცმა საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

1princ-aqtual-2საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის უმასპინძლა.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებმა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო განვამტკიცებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას საქართველოსა და საუდის არაბეთს, ასევე ჩემს კომპანიასა და ამ დიდებულ ქვეყანას შორის", - შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.

გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის პრინცს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტმა ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.