აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

1gen-aqtual-1საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

გენერალ-პოლკოვნიკი ხაჩატუროვი საქართველოში ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.