საზოგადოება
„ენერგეტიკის სამინისტრო ბიუჯეტს 5 მილიონი ლარით შეამცირებს“

1energet-sazog-3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პროექტების განხორციელება არ შეფერხდება.

ეს თანხა იქნება დაზოგილი თანადაფინანსებებიდან, რომელიც სახელმწიფოს უნდა გაეღო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის პროექტები, რომელიც წარმოდგენილი აქვს ჩვენს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს, შეფერხდება ან არ განხორციელდება. ყველა პროექტი განხორციელდება, უბრალოდ ამ თანხის ჩანაცვლება მოხდება დღგ-ს ზედმეტობიდან მიღებული თანხებით", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.