სამართალი
შსს-მ 13 შეკვრა ჰეროინი ამოიღო

1hero-samart-1საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა . დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი და საინექციოდ გამზადებული შპრიცი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო. ამოღებულია 2,8748 გრ ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.