პოლიტიკა
ფილიპ გორდონმა საქართველოზე ისაუბრა

gordonშეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა ვაშინგტონში სატელეფონო პრესკონფერენციაზე საქართველოზე ისაუბრა.

"ჩვენ რუსეთთან უთანხმოება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს გამო გვაქვს", - განაცხადა მან.

გორდონის თქმით, შეერთებული შტატები ასტანასა და ლისაბონში გამართული სამიტების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ელოდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ ორი ქვეყანა ხუთ სფეროში ითანამშრომლებს, როგორიცაა ავღანეთი, ტერორიზმის, მეკობრეობისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებები.