პოლიტიკა
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ვატიკანი აშშ-სა და რუსეთს შორის ცივი ომის დაუშვებლობისკენ მიისწრაფვის, - წერს იტალიური გაზეთი Corriere della Sera.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვატიკანის სახელმწიფო სამდივნომ ყურადღებით გააანალიზა და დადებითად შეაფასა ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ, რომელიც მან გაზეთს მისცა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სინამდვილეში ვლადიმერ პუტინი წმინდა ტახტისათვის უცვლელ და მნიშვნელოვან მოსაუბრედ რჩება ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ.ამიტომ, - წერს გაზეთი, - მიუხედავად აშშ-ის, კიევისა და ევროპის მთავრობების მხრიდან ზეწოლისა, ვატიკანი დღემდე უარზეა, რუსეთს დაუპირისპირდეს უკრაინის საკითხის გამო.
გაზეთის ცნობით, აშშ, რომელიც კრემლის შესაძლო პროპაგანდიტაა შეშფოთებული, რეკომენდაციას აძლევს ვატიკანს, „მოერიდოს პუტინს“, თუმცა არგენტინელი პაპს მუდამ თავისი ფრთხილი და დამოუკიდებელი სტრატეგია აქვს.