პოლიტიკა
თეიმურაზ ქარჩავა: „დაზუსტებულია ანაკლიის პორტის დაფინანსების ყველა წყარო“

1karCava-polit-1-analitსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. კონსორციუმ Anaklia Eco Park and Port-ის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ქარჩავამ ორშაბათს შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობის გერმანელ კონსულტანტებთან, რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის კანდიდატთა შერჩევის საკითხებითა არიან დაკავებულნი.

სპუტნიკ-გრუზიას“ კორესპონდენტი კონსორციუმის ხელმძღვანელს შეხვდა.

რა საკითხები განიხილებოდა?

- ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ტექნიკური და ფინანსური ხასიათის საკითხებიც განიხილებოდა. ყველა საკითხზე მოცემულ ეტაპისთვის ამომწურავი პასუხებია გაცემული. გარდა ამისა, ოფიციალურად განვაცხადე, რომ როგორც კი დასასრულ ეტაპზე გადასვლის ოფიციალურ შეტყობინებას მივიღებთ, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა და წარმოდგენილი იქნება ყველა აუცილებელი დოკუმენტი საბანკო დასტურთან ერთად.

ჩვენს კონსორციუმს უკვე აქვს პორტის დაზუსტებული პროექტი და მისი ყველა ფაზის დაფინანსების წყარო, რაც დადასტურებულია ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებით. მიგვაჩნია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისა და განვითარების საკითხში ჩვენს კონსორციუმს კონკურენტი არ ჰყავს და არც შეიძება ჰყავდეს, რადგან ჩვენი კონსორციუმის წევრები არიან ძლიერი მსოფლიო კომპანიები, რომლებიც ამ პროექტით უკვე 25 წელია დაკავებული არიან.

- ვინ არიან თქვენი პარტნიორები?

- ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია „Powerchina”. გარდა ამისა, ჩვენი პოტენციური პარტნიორები, რომლებიც თავისი კაპიტალის ინვესტირებას მოახდენენ, არიან: „British Eco Power“ , „Global Steel Holdings – Mittal“, „ევროპის საინვესტიციო ბანკი“, „Tianjin Port“, „P & O Ports“ და „Samsung Corporation“.