აქტუალური
აგრარულ ბაზრებში პროდუქციაზე ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება

bazarმაღალი ფასები წინასაახალწლო პერიოდში ერთგვარი ტრადიციაა, მაგრამ კატასტროფული ფასმატება, ექსპერტების შეფასებით, განპირობებულია არა სადღესასწაულო დღეების მოახლოებით, არამედ სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით არათანმიმდევრული პოლიტიკით.

„ წინასაახალწლოდ ფასების მატება ჩვეული პროცესია. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში პროდუქცია ძვირდებოდა,ფასების კაკასტრიფული მატება განპირობებულია უფრო სხვა ფაქტორებით. აგრარულ პროდუქციაზე ფასების ზრდა მოსავლიანობის შემცირებამ და იმპორტის ზრდამ გამოიწვია. ეს პროცესი, ალბათ, კიდევ გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული სტრატეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას უნდა ველოდოთ, რადგან ქვეყანაში სავარგულების უდიდესი ნაწილი აუთვისებელია. თუ 90-იანი წლების დასაწყისში 800 ათასი ჰექტარი მიწა მუშავდებოდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 300 ათას ჰექტრამდე შემცირდა,“ - აღნიშნავს სოფლის მეურნეობის ანალიტიკოსი გიორგი ბუხრაშვილი.