აქტუალური
თამარ ტალიაშვილი: „მსურს თბილისელებს მივმართო, რომ არ აყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას!“

1tamar-aqtual-3საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი აცხადებს.

მსურს თბილისელებს მივმართო, რომ არ აყვნენ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციას, თითქოს ბავშვებს გამორიცხავენ ბაღებიდან და სკოლებშიც არ მიიღებენ...

აქამდე ერთპიროვნულად და "გუნება-განწყობით" წყვეტდა მერია ბავშვების ყოველწლიური რეგისტრაციის პირობებს.

ჩვენ კი შევიმუშავეთ ერთიანი წესი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება თბილისის მოსახლეობას...

ეს პრიორიტეტებია:

1. 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები;

2. სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე ბაღით“, - აცხადებს, კერძოდ, ტალიაშვილი.