აქტუალური
ბარამიძე: „ვაშინგტონში, სიეტლსა და ნიუ იორკში ლობისტური კომპანიების ამოცანა სააკაშვილის გაპიარებაა, რომ იგი თითქოს უდიდესი რეფორმატორია, რომელმაც საქართველო ფეხზე დააყენა და ახლა ოდესა უნდა ააყვავოს!"

1baramiZe-aqtual-2-analitსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. პარტია დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა, მას საქართველოს პოლიტიკას არ ჩამოაშორებს.

ამის შესახებ ბარამიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.  ნაციონალებსლობისტური კომპანიები თუ აქამდე მხოლოდ ვაშინგტონში ჰყავდათ დაქირავებული, ახლა სიეტლსა და ნიუ-იორკშიც დაიქირავეს. ამ ლობისტური კომპანიების ამოცანა სააკაშვილის გაპიარებაა, რომ იგი თითქოს უდიდესი რეფორმატორია, რომელმაც საქართველო ფეხზე დააყენა და ახლა ოდესა უნდა ააყვავოს. გარდა ამისა, ერთი ლობისტური ჯგუფი სააკაშვილს ცალკე ჰყავს გამოყოფილი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური ფულადი ანგარიშები მოძებნონ და შემდეგ მათ გაყინვას მიაღწიონ.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსურად გაანეიტრალებს და ამის შემდეგ საქართველოში იოლად დაბრუნდება“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილსა და ადეიშვილს უკვე გამზადებული აქვთ 1500-კაციანი სია, რომელთა დაპატიმრებასაც ისინი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში აპირებენ.

როგორც ბარამიძე ამბობს, ამ სიაში ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და ის ადამიანები შედიან, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სააკაშვილს ებრძოდნენ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ასევე აცხადებს, რომ „ნაციონალებმა“ ზონდერჯგუფებიც განაახლეს.

ნურავის გონია, რომ სააკაშვილი წარსულს ჩაბარდა და საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მისი სახით საფრთხე ნამდვილად კვლავ არსებობს და ეს დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის შედეგია. „ქართულმა ოცნებამ“ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ძებნილი სააკაშვილი ხელს კიდევ აქეთ გვიქნევს“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.