აქტუალური
"ნაცმოძრაობის" პარტიული სიის №1 შესაძლოა საქართველოში აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი გახდეს!" - გიგლა ბარამიძე

1gigla-aqtual-1-analitსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. პარტია დამოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძის განცხადებით, ჩვენი ხელისუფლების უნიათობის ბრალია, რომ აშშ-ის ელჩი თავს უფლებას აძლევს, მთავრობის სხდომები შეაჯამოს და მინისტრები დაგვინიშნოს.

2 დღის წინ თავად ვიხილე სიღნაღში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში, თუ როგორ შედიოდნენ მასთან რიგრიგობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათთან დაახლოებული პირები. თუ ჩვენ „ნამესტიკები“ და გენერალ-გუბერნატორები გვყავს, გვითხრან და გვეცოდინება“, - აცხადებს ბარამიძე.

მისივე თქმით, ამერიკის ელჩს მალე გასდის აკრედიტაციის ვადა და მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველ ნომრად კენჭისყრას და პარლამენტში შესვლას სთავაზობს.