საზოგადოება
ქართველ ემიგრანტებს მასობრივი დეპორტაცია ემუქრებათ

deportშესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდება, რის შემდეგაც ქართველი არალეგალების დეპორტაცია დაიწყება: პირველ ეტაპზე დეპორტირებულთა რაოდენობა 100 ათასამდე მიაღწევს, თუმცა მთლიანობაში ეს ციფრი ნახევრ მილიონსაც გაუტოლდება.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით 2008-2009 წლებში საქართველოდან უცხო ქვეყანას თავშესაფარი 16 ათასზე მეტმა მოქალაქემ სთხოვა. საქართველო ამ მონაცემით 10 ისეთ ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებიც თავშესაფარს ყველაზე ხშირად ითხოვენ. ამასთან, საქართველო მსოფლიოში 1 ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით.