სამართალი
შსს-მ დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

kandelak-samart-1საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა გიორგი . დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დაკავებულმა 8 ივნისს, დღის საათებში, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გიორგი კანდელაკს მისი კუთვნილი „ნისანის“ მარკის ავტომობილის სალონიდან „ეფლის“ ფირმის პორტატიული კომპიუტერი და პირადი დოკუმენტები მოჰპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილი კომპიუტერი და პირადი საბუთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.