„...ხელისუფლებამ უარი თქვა საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე და რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ და დე-ფაქტო პრემიერმა განაცხადეს, რომ მაჟორიტარული სისტემა მცირედი ცვლილებებით შენარჩუნებული იქნება.
...უკიდურესად სამარცხვინოა, რომ „ოცნების“ ლიდერები უარს ამბობენ თავიანთ ყველა ძირითად დაპირებაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით...
... კორუფციაში ღრმად ჩაფლული „ოცნება“არანაირი რეფორმის გატარებას თავისი ნებით არც ახლა და არც სამომავლოდ არ აპირებს. ამიტომაც მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მთელ საზოგადოებას, 2007 წლის საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები - იგივე დღეს 2007 წლის 28 სექტემბერს; იგივე მოთხოვნებით - მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაციის შემოღება; იგივე ადგილას - რუსთაველის გამზირზე.
სექტემბრამდე დარჩენილი დრო კი გამოვიყენოთ ხელისუფლებასთან კონსულტაციებისთვის, რათა ოლიგარქიული რეჟიმი გონს მოეგოს და საკუთარი ნებით განახორციელოს დაპირებული რეფორმა“.