აქტუალური
„ექსპო-ჯორჯიაში“ ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია 2015 „SMPC 15“ გაიხსნა

ekspo-aqt-1-an-2-mtსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. კონფერენციის პლენარული სესია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა.

სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე მეამაყება, რომ საქართველო დღეს ნატოს ყველაზე თავსებადი, სანდო და ერთგული პარტნიორია. სირთულეებმა ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერა რათა უფრო წარმატებით განვახორციელოთ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი, განვავითაროთ შესაძლებლობები, მეტი ყურადღება დავუთმოთ წვრთნასა და განათლებას და უფრო მეტად თავსებადები გავხდეთ ნატოსთან. დარწმუნებული ვარ ეს მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე - ნატოში გაწევრიანებამდე. იმედს ვიტოვებ, რომ ვარშავის სამიტზე სასურველ შედეგს მივიღებთ და ალიანსის წევრებიც დანაპირებს შეასრულებენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ფორუმის მონაწილეებს ვიდეო მიმართვის საშუალებით მიესალმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ. სიტყვით გამოვიდნენ ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი და ნატოს გაერთიანებული სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ დავისი.

ekspo-aqt-1-an-2-qv