პოლიტიკა
“საქართველოში ბოლო 13 წლის განმავლობაში ჩინეთის დელეგაციის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი პირველად განხორციელდა, რაც მოწმობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების მზაობას”

Ceng-polit-3საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ  პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის სახალხო  წარმომადგენელთა ყრილობის  მუდმივმოქმედიკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩენგ ჩანგჭის შეხვედრაზე აღინიშნა.

ჩვენს მთავრობას აქვს დიდი ინტერესი, განავითაროს ურთიერთობები ჩინეთთან… დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას“,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ჩინეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე.

ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა,  მიიღოს მონაწილეობა 2015 წლის ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ  თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“. ჩენგ ჩანგჭის განმარტებით, ჩინეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობს "ახალი აბრეშუმის გზის" მშენებლობის პროცესში.