პოლიტიკა
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო. ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში, სადაც 2012 წელს მძიმედ დაიჭრა.
ჩვენი ექიმები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ნამდვილი ჯარისკაცისა და მამულიშვილის გადარჩენა.
რამაზ დავითაიამ ჩვენს სამშობლოსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისათვის გაწირა თავი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე“, - ნათქვამია, კერძოდ, პრემიერის განცხადებაში.