რელიგია
ილია მეორე: „იმის მაგივრად, რომ მივყვეთ უფლის სიტყვებს, ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი იკავებს ჩვენს მიწა-წყალს“

kadageba-sazog-3-relig-1საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 7 ივნისს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა მოეპოვებინა მიწა, ემუშავა, ეშრომა თავის მიწაზე. დღეს ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას, ეძებს ისეთ შემოსავალს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. ფსალმუნში ჩვენ ვკითხულობთ: მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდი... უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. იმის მაგივრად, რომ მივყვეთ უფლის სიტყვებს, ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში... მოგმართავთ ყველას, იფიქროთ თქვენს თავზე, თქვენს შვილებზე, ჩვენს მომავალზეშრომას მოვკიდოთ ხელი... შევთხოვ უფალს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც წასულია უცხოეთში, მალე დაუბრუნდეს თავის მიწას“, – ბრძანა პატრიარქმა.

ambioni.ge