აქტუალური
ხელისუფლება ბიზნესს ყველა პრობლემის 3-4 თვეში მოგვარებას ჰპირდება

finansta-saminშემოსავლების სამსახურის ახალი კურსის შედეგად, ყველა პრობლემა, რომელიც ბიზნესს აწუხებს, 3-4 თვეში დაიძლევა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა. ახალი კურსის შესახებ მინისტრი მთავრობის წინაშე წარსდგება. ბაინდურაშვილის განცხადებით, 2010 წლის განმავლობაში მთავრობა ამზადებდა ახალ საგადასახადო კოდექსს, მომზადდა ახალი ინფრასტრუქტურა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის ბევრი პროცედურა დაიგეგმა. "იანვრიდან კოდექსი სრულყოფილად ამუშავდება. ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნება, რაც სხვადასხვა პროცედურულ პრობლემებს მოაგვარებს. ახალი სერვისების ნაწილი უკვე ძალაშია და ნაწილიც მალე ამუშავდება", - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა. მისივე თქმით, ძირითადად არსებობდა ადმინისტრირებასთან და სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, საბაჟოზე არსებული პრობლემები ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა, რაც ადლიისა და ფოთის საბაჟო ტერმინალების გახსნის შემდეგ სრულიად აღმოიფხვრება. მოგვარდება თუ არა ბიზნესში არსებული პრობლემები ახალი წლიდან, ამას კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ შევიტყობთ.