მოქალაქეებს იძულებით ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდათ
საქართველო, 9 ივნისი,
საქინფორმი. პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისა და პროკურორების მონაწილეობით დაზარალებულებს -
მაგდა ბაგრატიონს და
მაია ბოცვაძეს გადაეცათ „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150”-ის ჯიპი;
დაზარალებულ
ხათუნა საგანელიძეს გადაეცა ა/მანქანა „ტოიოტა ავენსისი“ და ა/მანქანა „ჰიუნდაი სონატა“, ხოლო დაზარალებულ
ლაშა ჭოხონელიძეს ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“. ხსენებული ა/მანაქანები, 2010 წელს, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული.